საგადასახადო ცნობიერების ასამაღლებლად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბიზნესოპერატორებისთვის შეხვედრა გაიმართა

access_time2017-11-13 17:28:24

13 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, გადასახადის გადამხდელებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი ესწრებოდა. როგორც „კომერსანტს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამსახურის ხელმძღვანელებმა გადასახადის გადამხდელთათვის იმპორტის, ექსპორტის, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს

 

შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრული აქვს გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების ამაღლება, მათ შორის საგადასახადო და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველოს მიერ რეგულარულად ხდება გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევაRS.GE-ზე განთავსებული სპეციალური კითხვარების საშუალებით. უკანასკნელ გამოკითხვაში 900-მდე გადასახადის გადამხდელმა მიიღო მონაწილეობა, შედეგად გამოიკვეთა გადამხდელთათვის საინტერესო შემდეგი საკითხები: იმპორტის გზამკვლევი; ექსპორტის გზამკვლევი და საკანონმდებლო ცვლილებები.

 


,,შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელებთან, ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ხშირად იმართება, რადგან შემოსავლების სამსახური არ არის მარტო მაკონტროლებელი სტრუქტურა, ეს არის ბიზნესისთვისპარტნიორი უწყება, რაც უფრო ბევრს მოვუსმენთ ბიზნესოპერატორებს უფრო შედეგიანი იქნება მათთან ურთიერთობა"- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ.


 


შეხვედრის ფარგლებში ბიზნესოპერატორებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები