ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები. მჯერა, რომ ეს შეიძლება, იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.