უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან საუბრის დროს, მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ აშშ-ს წინადადებას.

ინფორმაციას Bloomberg სატელეფონო საუბრის დეტალების მცოდნე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, სატელეფონო საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.

"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ". - თქვა ტრამპმა.

tabula.ge