საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს წევრი ქვეყნები სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფენ.
ამ რაოდენობის თითქმის ნახევარს, 172 მილიონ ბარელს, გამოყოფს შეერთებული შტატები ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, მიწოდება მომავალ კვირას დაიწყება და დაახლოებით 120 დღე გაგრძელდება.
„ბიბისის“ ცნობით, დახარჯული რეზერვი მომდევნო წლის განმავლობაში 200 მილიონი ბარელით შეივსება, სააგენტოს განცხადებით ეს ჩანაცვლება „გადასახადის გადამხდელისთვის უფასო იქნება“.
1tv.ge