ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენი შვებულება არ ემთხვეოდეს მეგობრების ან საყვარელი ადამიანების შვებულებას. თუმცა, ეს არ არის პრობლემა, რადგან სამოგზაუროდ წასვლა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიას Express.co.uk აქვეყნებს.
1. იაპონია
მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში აუცილებლად იპოვის რამეს, რაც გაგაკვირვებთ. იაპონიაში მოგზაურობა ძალიან ემოციური იქნება, ყოველ შემთხვევაში იაპონიის ეროვნული სამზარეულოს გაცნობის შემდეგ.
იაპონური ტრადიციული სამზარეულო განპირობებულია იაპონიის კუნძულების კლიმატით, ფაუნითა და ფლორით. მაღალი ტენიანობა უზრუნველყოფს მცენარეული და ცხოველური საკვების სიმდიდრეს, ხოლო ქვეყნის კუნძულოვანი მდებარეობა - ზღვის თევზისა და ზღვის პროდუქტების სიუხვეს. ესთეტებს არც ბუნებრივი ატრაქციონები დატოვებს გულგრილს.
2. შვეიცარია
შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და თან ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ამიტომ, იდეალურია მარტო მოგზაურობისთვის. ამ ქვეყნის ლანდშაფტი გამოირჩევა მაღალი მთებით და აქვს სამი ტოპოგრაფიული ზონა.
განვითარებული ინფრასტრუქტურა და რკინიგზა, თვალწარმტაცი ბუნება და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ტურისტების დიდ ნაკადს უზრუნველყოფს.
სახელმწიფო შემოსავლის 15% ტურიზმზე მოდის.
3. სლოვენია
სლოვენია საკმაოდ მშვიდი ქვეყანაა. ასე რომ, თუ, ბუნების წიაღში დასვენება გინდათ, ეს არჩევანი თქვენთვის იდეალური იქნება.
გარდა ამისა, სლოვენიას აქვს სათხილამურო კურორტებისა და პლაჟების კარგად განვითარებული ქსელი.
4. ხორვატია
ხორვატიის ადრიატიკის სანაპირო და მისი კუნძულები პოპულარული ადგილია საერთაშორისო ტურიზმისთვის. გარდა ამისა, იახტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხორვატიის ტურისტული ინდუსტრიისთვის.
5. ისლანდია
ევროპელებისთვის საკმაოდ ცივი კლიმატის მიუხედავად, ტურისტები მაინც სიამოვნებით მიდიან ისლანდიაში, რათა დატკბნენ სანაპიროების, ფიორდების, გეიზერებისა და ვულკანების პეიზაჟებით.
6. სამხრეთ კორეა
ურბანიზაციის მაღალ დონეზე განვითარებისა და ქალაქების სწრაფი განვითარების მიუხედავად, სამხრეთ კორეა კვლავ რჩება საკმაოდ მთიანი რელიეფის მქონე ქვეყნად. ამიტომ, თუ იქ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ზღვისა და მთის ხედებით დატკბეთ.
7. დანია
დანიას აქვს უძველესი არქიტექტურული მემკვიდრეობა, კერძოდ სასახლეები და ციხეები. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შედის: ამალიენბორგის, ოდენსეს, ფრედერიკსბორგის, კრისტიანბორგის, როზენბორგის ციხესიმაგრე და ეგესკოვის ციხე, ასევე დანიის სამეფო ბიბლიოთეკა და აგერსბორგის ციხე.
8. ფინეთი
ტურიზმი ფინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. ლაპლანდიაში განვითარებულია ზამთრის ტურიზმი. ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტია რუკას მთა კუუსამოს მახლობლად, სადაც ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები ზამთრის სპორტის სახეობებში. ქალაქ კემიში ყოველ ზამთარში უზარმაზარი ყინულის სასტუმრო „თოვლის ციხე" შენდება.
9. ავსტრია
ალპების წყალობით, თოვლით დაფარული ფერდობებით, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და გეოგრაფიული მდებარეობით, ქვეყანა უამრავ ტრანზიტ ტურისტს იზიდავს, რომელთა უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მიემართება.
10. ნიდერლანდები
ქარის წისქვილები, ტიტები, ხის ფეხსაცმელი, ჩინებული ჭურჭელი და ლეგალიზებული მარიხუანა ჩვეულებრივ ნიდერლანდებთან ასოცირდება. სწორედ ეს ფაქტორები იქ იზიდავს ტურისტებს.