რამდენიმე ყაზახურმა ბანკმა სანქციების გამო უარი თქვა რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებაზე, ხოლო VTB და Bereke Bank ნაწილობრივ აგრძელებენ მათთან მუშაობას.

ამავდროულად, VTB-იმ განმარტა, რომ მათ ბანკომატებში შესაძლებელია თანხის განაღდება Mir-ის ბარათებიდან, თუმცა მხოლოდ ტენგეში. 

Berek Bank-მა განაცხადა, რომ არსებული ბარათების გამოყენება შესაძლებელია ბანკომატებსა და ტერმინალებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად, მაგრამ თავად გადარიცხვები მიუწვდომელია.

2024 წლის 23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის (NSCP) და გადახდის სისტემის ოპერატორის Mir-ის მიმართ. 

2 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის ეროვნული გადახდის სისტემა 5 აპრილიდან შეწყვეტს Mir-ის ბარათების მომსახურებას.