Mir-ის გადახდის სისტემამ ვენესუელაში ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა რუსეთისა და ვენესუელას მთავრობათაშორისი კომისიის მე-17 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვენესუელის ტერიტორიაზე Mir-ის 80-მდე ტერმინალი ფუნქციონირებს. 

2022 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის Mir-ის ბარათები ამოქმედდა 9 ქვეყანაში: თურქეთში, ვიეტნამში, სამხრეთ კორეაში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში.  Mir-ის ბარათები ასევე მოქმედებს ოკუპირებულ ცხინვალსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.

2023 წლის მარტში NSPK-მ გამოაცხადა Mir ბარათების მიღების დაწყება კუბის ბანკომატებზე.

NSPK-ის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კომლევმა, მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა Mir ბარათების მიღება რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ ხუთ ან ექვს ქვეყანაში დაწყებულიყო.