2026 წლის II კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 32.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.4 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2 პროცენტი — კაცი. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 37.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.