2025 წელს მსოფლიოში დოლარის მილიარდერების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ 3,795 ათასს მიაღწია, – ამას მოწმობს ანალიტიკური კომპანია Altrata–ს მონაცემები.

ზრდის ტემპი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გახდა, რასაც Altrata ხელოვნური ინტელექტის ბუმს მიაწერს, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სიმდიდრის ზრდა დააჩქარა.

მსოფლიოს მილიარდერების ჯამური სიმდიდრე 12.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ 15.1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 29 სუპერ მდიდარი ადამიანია (50 მილიარდ დოლარზე მეტი წმინდა ქონებით). მათი ჯამური ქონება დაახლოებით 4.1 ტრილიონი დოლარია, ანუ მილიარდერების მთლიანი კაპიტალის 27%. შედარებისთვის, 2017 წელს მხოლოდ 10 სუპერ მდიდარი ადამიანი იყო და მათზე მოდიოდა მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი სიმდიდრის 7.2%.

ვრცლად interfax – ზე