რუსეთში, ვნუკოვოს აეროპორტში ფრენები დილიდან შეჩერებულია, სავარაუდოდ, დრონი გამოჩენის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაკეტილია, წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენაა“, - განუცხადა წყარომ სააგენტოს.
ამავე ცნობით, ფრენები შეჩერებულია ასევე კალუგის აეროპორტშიც.