საერთაშორისო ფრენებზე ავიაბილეთების ფასი 2023 წელს 40%-მდე გაიზრდება, შიდა ფრენებზე - 15-20%-ით, ამის შესახებ განცხადება ვნუკოვოს და ავიაკომპანია Азимут-ის თანამფლობელი ვიტალი ვანცევმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, შიდა და საერთაშორისო რეისებზე ფასების გაზრდის მიზეზი ტექნიკური მომსახურების ხარჯების ზრდაა. RBC იმასაც წერს, რომ ავიაკომპანია Азимут-მა 2023 წლის პირველი კვარტალში 0,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და რუსეთის ტოპ 10 გადამზიდავს შორის მოხვდა.
როსსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში ეკონომ-კლასის ფრენის ღირებულება, 2022 წლის მაისთან შედარებით, რუსეთის მასშტაბით 28%-ით გაიზარდა და 6,972,36 რუბლი შეადგენს. ეს არის ყველაზე მაღალი ღირებულება 2000 წლიდან. წინა რეკორდი 6892,51 რუბლი იყო, რომელიც 13 წლის წინ, 2010 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. 2023 წლის პირველ ხუთ თვეში ფრენის ფასი 32%-ით გაიზარდა.
რუსული მედიის ცნობით, რუსებისთვის სამი ყველაზე პოპულარული მიმართულება ივნისში (საერთაშორისო მარშრუტებზე გაყიდული ბილეთების მთლიანი რაოდენობის 46%), Yandex.Travel-ის მიხედვით, იყო თურქეთი, სომხეთი და ყაზახეთი. საქართველო ათეულში ვერ მოხვდა.