მოსკოვის დროით 10:26 საათიდან ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„აეროპორტის კონტროლის მიღმა მიზეზების გამო, ვნუკოვომ შემოიღო დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრენების ნაწილი მოსკოვის საავიაციო ჰაბის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.

მოსკოვის დროით 11:55 საათიდან ფრენების შეზღუდვა მოიხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს სამხედრო ავიაციის ძალებმა დრონი გაანადგურეს.