ბრიტანულმა პროექტმა „შიშის მეცნიერება“ მაყურებლის გულისცემის შესწავლის საფუძველზე შეადგინა ყველა დროის ყველაზე საშიში ფილმების სია. პირველი ადგილი სკოტ დერიკსონის „Sinister“–მა დაიკავა.

ფილმი პირველ ადგილს ზედიზედ ოთხი წელია იკავებს. 

Sinister დეტექტივების მწერლის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ოჯახთან ერთად პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად, სახლში, რომლის ყველა მცხოვრები მოკლეს. მწერალი პოულობს ვიდეოჩანაწერებს, რომლებსაც შეუძლიათ დანაშაულის საიდუმლოს ამოხსნა, მაგრამ სახლში საშინელი რამ იწყება.

მეორე ადგილზეა რობ სევიჯის „Astral. Online“. სიუჟეტი ექვს მეგობარზე ვითარდება, რომლებიც Zoom-ზე სპირიტუალისტურ ონლაინ სესიას მართავენ და შემთხვევით ბოროტ ძალას საკუთარ სახლებში შეუშვებენ.

საუკეთესო სამეულს კაილ ედვარდ ბოლის „Skinamarink“ ასრულებს. ერთ ღამეს ბავშვები იღვიძებენ და მამას ხედავენ, რომ გაუჩინარდა. შემდეგ სახლში უცნაური რამ იწყება: კარები და ფანჯრები ქრება და ოთახებში საშიში ხმა ისმის.

2026 წლის საშინელებათა ფილმების სიაში პირველ ადგილზეა „ნახევარტონი“.

ვრცლად snob.ru – ზე