პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი.

ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკიმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე დაწესებულ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის მას, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი“, – განაცხადა სიკორსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.