გამოცემა Euronews ინფორმაციითსოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ირანში, მაშჰად არდეჰალი მდებარე მურალია ნაჩვენები, ირანელი მოკლული მაღალჩინოსნების გვერდით მოჯთაბა ხამენეიც არის გამოსახული; მურალი 28 თებერვალს ისრაელ-ამერიკის თავდასხმის შემდეგ მოკლულ პოლიტიკურ და სამხედრო ფიგურებს მიუძღვნეს.

ვიდეოში ჩანს, რომ მურალზე წარმოდგენილნი არიან ირანის ცნობილი ლიდერები, მათ შორის ყასემ სოლეიმანი, ყოფილი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ასევე მოჯთაბას მამა, ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიდეომ გააჩინა კითხვები - რეალურად გადაურჩა თუ არა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო იერიშებს.

ამასთან, Euronews ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანულ საინფორმაციო სივრცეში მოჯთაბა ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დაბნეულობა ჩნდება. მათი ინფორმაციით, Tasnim News Agency, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი-თან არის დაკავშირებული - ერთ-ერთ პუბლიკაციაში მოჯთაბა ხამენეი „რევოლუციის მოწამე ლიდერად“ მოიხსენია. მოგვიანებით ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული ფორმულირება შეცდომად შეაფასეს.