დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს.
"დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარვცელებულ განცხადებაში.