საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
| ინდექსი | 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, % | წინა კვარტალთან შედარებით, % | წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, % |
| მთლიანი RPPI | 62.3 | 1.8 | 3.0 |
| ბინები | 59.8 | 2.0 | 3.3 |
| კერძო სახლები | 66.6 | 1.1 | 1.8 |
2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.1%). 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.3%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1.8%-ით.