ევროზონის ქვეყნებში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ს 2.9%-მდე შემცირდა წინა წლის 3%-დან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა მშპ-ს 3.1%-ზე, – ინფორმაცია ევროსტატმა გაავრცელა.
ერთიანი ევროპული ვალუტის გამომყენებელ ქვეყნებში სახელმწიფო ვალი 2025 წლის ბოლოსთვის მშპ-ს 87.8%-მდე გაიზარდა 2024 წლის ბოლოსთვის არსებული 87%-დან, ხოლო ევროკავშირში მშპ-ს 80.7%-დან 81.7%-მდე.
ევროზონის ქვეყნების მშპ 2025 წელს 15.95 ტრილიონ ევრომდე გაიზარდა (ზრდა 3.9%-ით), ბიუჯეტის დეფიციტი 466.1 მილიარდ ევრომდე (ზრდა 0.3%-ით), ხოლო სახელმწიფო ვალი 13.95 ტრილიონ ევრომდე (ზრდა 4.9%-ით).