•კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდ, 24%-ან წილს ფლობს.
•ჯიპიაის ინდივიდუალური ჯანმრთელობისდაზღვევის ბაზრის 55% უჭირავს.
ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომპანიას ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდი , 24%-ანი წილი უჭირავს, ხოლო ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში უპირობო ლიდერია და მთელი ბაზრის ნახევარზე მეტს, 55%-ს ფლობს.
კომპანიის ლიდერული პოზიციები განსაკუთრებით გამოკვეთილია ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. როგორც ჯიპიაიში ამბობენ, ეს წლების განმავლობაში განხორციელებული სტრატეგიული განვითარების შედეგია.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ინდივიდუალური მომხმარებლისთვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების განვითარება დაიწყო და ბაზარზე შესაბამისი შეთავაზებები ფართო მასშტაბით დანერგა და ახლა ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი ბაზარზე: პოლისი მედი და ჯიპიაი ექსკლუზივი.
ბესიკ ფესტვენიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი: ,,ჯანმრთელობის დაზღვევა ,მიმართულების განვითარება და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამ ხედვის შედეგად, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ, მუდმივად განახლებად სერვისებს.
ციფრულ მომსახურებას და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
2025 წელი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით ევროპულ მედიცინაზე წვდომა გახდა შესაძლებელი , ჩვენს დაზღვეულებს საშუალება აქვთ პლატფორმა diagnose.me-ს დახმარებით ნებისმიერ სამედიცინო ჩივილზე პირდაპირ ევროპელ ექიმებს მიმართონ და მათგან მიიღონ დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა. ეს სერვისი მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხარისხს და აძლიერებს მომხმარებლის ნდობას.
ამასთან, კორპორაციულ სეგმენტში ბაზარს წარვუდგინეთ განახლებული ბრენდი „კორპო“, რომელიც თანამშრომლებზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტს სთავაზობს კომპანიებს. ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება მათ საჭიროებებს. ფარავს არა მხოლოდ სამედიცინო ხარჯების , არამედ დატვითული ისეთი შეთავაზებებით, რომლებიც თანამშრომელთა კეთილდღეობისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.”
დღეს კომპანიის ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი ათიათასობით მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს როგორც ხელმისაწვდომ საბაზისო, ისე პრემიუმ კლასის პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.
კორპორაციულ სეგმენტში კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარს განახლებული და გაუმჯობესებული პროგრამა - „კორპო“ წარუდგინა. პროდუქტი თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ თანამედროვე მიდგომას ეფუძნება და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მოქნილი და მრავალფეროვანი ბენეფიტებით დატვირთული პაკეტები მათი თანამშრომლებისთვის.
აღნიშნული შეთავაზება მიზნად ისახავს თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციების პროდუქტიულობასა და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ყველაზე მსხვილი სეგმენტია და მთლიანი სადაზღვევო პრემიის 43%-ს შეადგენს. 2025 წელს აღნიშნული მიმართულება 16%-ით გაიზარდა, რაც მას ყველაზე სწრაფად მზარდ კატეგორიად აქცევს. ამ ფონზე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელმა 141.3 მილიონ ლარს მიაღწია, რაც კომპანიას კონკურენტებთან შედარებით მყარ ლიდერულ პოზიციას უნარჩუნებს.
***
ჯიპიაი ჰოლდინგი 25 წელია წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს და ემსახურება ასიათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს ქვეყნის მასშტაბით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი” 2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.