ამერიკულმა International Business Machines-მა(IBM) 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 15.3%-ით გაზარდა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ და შემოსავალმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა.

იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.216 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 1.28 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.055 მილიარდ აშშ დოლართან ანუ აქციაზე 1.12 აშშ დოლართან  შედარებით. ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, მოგება 1.60 აშშ დოლარიდან აქციაზე 1.91 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა და 15.917 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაცვლითი კურსის ცვლილებების გამოკლებით, ის 6%-ით გაიზარდა.

LSEG-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები, საშუალოდ, კომპანიის კორექტირებულ მოგებას აქციაზე 1.81 აშშ დოლარს, ხოლო შემოსავალს 15.62 მილიარდი აშშ დოლარს პროგნოზირებდნენ.

ვრცლად interfax – ზე