უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განაცხადებით, ვილნიუსში ნატოს სამიტის წინა დღეს უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი უკვე შეთანხმებულია.
კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტის საწინააღმდეგოდ, უკრაინა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში წინ მიიწევს.
„უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატოსთვის. სამიტის შედეგების მიხედვით, ჩვენი გზა ალიანსამდე უფრო მოკლე იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - წერს მინისტრი.
ამასთან, კულებამ პარტნიორებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცედურის დაზუსტება სთხოვა.
„ნატოსთვის ამ შესაძლებლობის დაკარგვა ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის მიცემას იმ დროს, როდესაც მას ყველა ფრონტზე ზეწოლა სჭირდება. მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება შეუსვენებლად“, - განაცხადა კულებამ.
ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.