„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგვისტოში თურქეთში პუტინის ჩასვლას ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.