ლიეტუვას პრეზიდენტის  განცხადებით, ნატოს მოახლოებულ სამიტზე ცხადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა ნატოს ტრანსატლანტიკური არქიტექტურის განუყოფელი  ნაწილია. ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გიტანას ნაუსედას თქმით, "ყველა ერი თავის კონსტიტუციას მელნით, ხოლო ზოგიერთი კი - სისხლით წერს."

„2014 წლიდან უკრაინა თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, კულტურასა და ენას, დროშას და გერბს იცავს, და ასევე თავის გზას დასავლურ სამყაროში, კერძოდ, კი - ევროკავშირში და ნატოში ", - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და მისი ქვეყანა ამას მხარს უჭერს.

„ნატოს ვილნიუსის სამიტზე დადასტურებული უნდა იქნეს, რომ ევროპაში უკრაინა ნატოს ტრანსატლანტიკური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია და მას ალიანსში წევრობის გზა გახსნილი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.