ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა 11-12 ივლისს ვილნიუსში ალიანსის მომავალ სამიტზე გაიმართება.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე, ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა შედგება.

„კიევს თანაბარი ადგილი დაეთმობა ალიანსის ამ ორგანოს მაგიდაზე. უკრაინა-ნატოს საბჭო იქნება დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ადაპტაციისკენ ნატოში მიმდინარე პროცესებთან და სტრუქტურებთან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

პისტორიუსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნატო არავითარ შემთხვევაში არ გახდება კონფლიქტის მხარე რუსეთ-უკრაინის ომში“. მისი თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბარი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.