ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის ყველა წევრი ერთიანია უკრაინის მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა როდის მოხდება ეს, ამის პროგნოზირება რთულია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხრივ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატოს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება“.

„ნატოს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ამ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა მოსკოვი, არამედ კიევი. ასევე ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს კარი ღია რჩება. კითხვაზე, როდის მოხდება ეს, მე კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.