Nasdaq-მა განაცხადა, რომ ამერიკული ბიოტექნოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიაა Moderna 9 ოქტომბრიდან Nasdaq-100 ინდექსში შევა და მასში Warner Bros. Discovery-ს ჩაანაცვლებს.
Reuters-ის მიხედვით, Moderna-ს აქციების ღირებულება მიმდინარე წელს ექვსჯერ მეტად გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ დაახლოებით 75 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Warner Bros. Discovery-ს ამოღების მიზეზი კი არის კომპანიის Paramount Skydance-თან დაგეგმილი შერწყმა, რომლის დასრულებაც 6 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.
Moderna-ს აქციების ზრდის მთავარი მიზეზი ერთჯერადი ფაქტორი არ ყოფილა — ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია კომპანიის კიბოს ვაქცინის კლინიკური შედეგები, რასაც ინვესტორების მოლოდინების მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვა.
Moderna-მ და Merck-მა კიბოს პერსონალიზებული ვაქცინის კვლევის შემდეგ დადებითი შედეგები გამოაქვეყნეს. შედეგად Moderna-ს აქციები ერთ სესიაზე ორჯერ მეტითაც გაიზარდა.
ინვესტორებმა ეს შედეგები აღიქვეს როგორც Moderna-ს შესაძლებლობის მნიშვნელოვანი გაფართოება — კომპანია აღარ განიხილება მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინების მწარმოებლად და იზრდება მოლოდინი მისი ონკოლოგიური მიმართულების მიმართ.
აქციების ზრდამ თავად Moderna-ს საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაზარდა და საბოლოოდ კომპანია Nasdaq-100-ის შესაბამის კრიტერიუმებში მოხვდა.
jandacva.ge