დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზა“, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებზე გაზრდილი მოთხოვნისა და მოგზაურობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დამატებით რეისებს ნიშნავს.
როგორც „აზერბაიჯანის რკინიგზა“ იუწყება, 2026 წლის 1 ნოემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება. რეისების რაოდენობის გაზრდის შედეგად სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას ნიშნავს.
დამატებითი რეისების გაშვება მგზავრებს საშუალებას მისცემს, უფრო ბიუჯეტური მოგზაურობის ვარიანტები აირჩიონ, რაც მგზავრობას დაახლოებით 30%-ით გააიაფებს. ამასთან, დამატებითი რეისები მგზავრებს საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ არა მხოლოდ ღამის, არამედ დღის საათებშიც.
დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბერს დაიწყება.