უნგრეთში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ მატოლჩი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ მატოლჩი, რომელიც თანამდებობას ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა, დღეს დილით დააკავეს.

გეორგ მატოლჩისთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
მატოლჩის ადვოკატმა, პალ ბატკიმ განაცხადა, რომ მატოლჩის დღის განმავლობაში დაკითხავენ. გამოძიება ეხება თაღლითობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია, ასევე კერძო დოკუმენტის გაყალბებას.

„ჩემს კლიენტს ედავებიან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამომწვევ ეკონომიკურ თაღლითობასა და კერძო დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევას“, – განაცხადა ბატკიმ.

1tv.ge