უკრაინის მთავრობამ მსხვილი ბრიტანული კომპანია „უნილევერი“ „ომის საერთაშორისო სპონსორთა“ სიაში შეიყვანა. უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო განმარტავს, რომ კომპანიამ დაპირების მიუხედავად, რუსული ბაზრის დატოვება არ ისურვა.
კომპანიის წარმოების საქონელი, საერთო ჯამში 400 დასახელების პროდუქცია, მათ შორის „დომესტოსი“, „ლიპტონი“, „დავი“, კვლავ იყიდება რუსეთში, რის გამოც კომპანიამ გასულ წელს მოგება გააორმაგა და რუსეთის ბიუჯეტშიც გადასახადების სახით სოლიდური თანხა შეიტანა.