„უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადრიდში განაცხადა.
მისი თქმით, თითქმის 500 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა შთამბეჭდავი გამძლეობა გამოიჩინა.
„შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი აზრით, სწორედ ამიტომ ევროკავშირმა ახლა უნდა დაიწყოს დისკუსია, თუ როგორ გახადონ ევროპა მთლიანი, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის ნაწილი იყოს.