2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ იულიუსის კალენდარზე გადადის. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება დღეს საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული.
„ამა წლის 1-ელი სექტემბრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად გადადის ახალ იულიუსის კალენდარზე. კომისიამ შესაბამისი კალენდარი უკვე შეადგინა, რათა პრაქტიკულად არანაირი დაბრკოლება არ შეიქმნას", - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ეპიფანემ.