უკრაინაში ბაირაქტარის დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია საწარმოს მშენებლობაზე და არა წარმოების დაწყებაზე.
ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება. ქარხანაში სამი ტიპის, თავდასხმის ?(Bayraktar TB2), მძიმე უპილოტო და გამანადგურებელი დრონის წარმოება იქნება. ზოგიერთი მათგანი უკრაინული ძრავებით იქნება აღჭურვილი.