ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული, მაგრამ ნატოს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ამას დასაშვებად მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ლუკაშენკომ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსკოვი მინსკთან კონსულტაციებს გაივლის.
მანამდე აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილეს რუსეთი, რომ თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მათი მხრიდან ჩვეულებრივი იარაღით საპასუხო დარტყმა განხორციელდება.
27 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ რუსული ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდა.