„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება აპოკალიფსს არ გამოიწვევს“, - ამის შესახებ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა ლუდვიგ ლიტვინსკიმ უკრაინულ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, აფეთქების შედეგები ჩერნობილის კატასტროფაზე გაცილებით მსუბუქი იქნება.
„არავითარი აპოკალიფსი არ იქნება. ყველაზე ცუდ სცენარშიც კი, თუ ყველაფერი, რაც რეაქტორებშია, აფეთქდება, სიტუაცია მაინც იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ჩერნობილის ავარიის შედეგები იყო“, - აღნიშნა ლიტვინსკიმ.
მისი თქმით, რადიაციისგან თავდასაცავად კალიუმის იოდიდის გამოყენება საჭირო არ გახდება.
„დაბინძურება მართლაც წარმოიქმნება... მაგრამ ვიმეორებ, აპოკალიფსი არ იქნება. საჭირო იქნება მხოლოდ ფანჯრების კარგად დახურვა და პროდუქტების მარაგის შექმნა, წყალზე - მინიმუმ ორდღიანი. მაქსიმალური საფრთხე მათთვის, ვინც ჰაერზე გავა, ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის ალბათობის ზრდა შეიძლება იყოს“, - განაცხადა მეცნიერმა.
მისივე თქმით, აფეთქების დაფიქსირების შემთხვევაში, რეკომენდაცია იქნება, რომ ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში, ადამიანები არ გავიდნენ გარეთ, .