უკრაინამ კონტრშეტევის ძირითადი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, გაძლიერებული უკრაინული ჯგუფები სამხრეთით გადაადგილებას ტოკმოკამდე შეეცდებიან, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მელიტოპოლამდე.

უკრაინელი ოფიციალური პირების პროგნოზით, რომელიც მათ ვაშინგტონს მიაწოდეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის ახალი ეტაპი, წარმატების შემთხვევაში, შეიძლება ერთიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს.