გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უკრაინის სარჩელის შესახებ მოსმენები განაახლა.  საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინის სარჩელს მხარს სხდომაში მონაწილეობით 32 სახელმწიფო უჭერს. ისინი განცხადებებს 20 სექტემბერს გააკეთებენ. პირველი, გერმანია იქნება.

უკრაინული მხარის განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. კიევის ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი განზრახ კლავს და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინული ეროვნების ადამიანებს.

იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტაინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, ჩართული ქვეყნებიდან პირველი სიტყვით გერმანია გამოვა.

სრულად იხილეთ: europetime.eu