ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაიწყო წყალქვეშა ნავების და ფრეგატების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანიის, Thyssenkrupp Marine Systems-ის (TKMS) აქციებით ვაჭრობა.

Handelsblatt-ის ცნობით, ვაჭრობა 60 ევროდან დაიწყო, რამაც მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

დაახლოებით 3.8 მილიარდი ევროს საბაზრო კაპიტალიზაციით, TKMS მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გერმანული თავდაცვითი კომპანია.

ანალიტიკოსები ადრე მხოლოდ 2.3-დან 2.7 მილიარდ ევრომდე შეფასებას ვარაუდობდნენ.

ვრცლად liga.net – ზე