ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair-ი გერმანიაში 24 მარშრუტს ამცირებს, რაც დაახლოებით 800,000 მგზავრს შეეხება. გადამზიდავი ამ გადაწყვეტილებას გერმანიის აეროპორტებში არსებული „უზარმაზარი გადასახადებითა და მოსაკრებლებით“ და გაზრდილი საავიაციო გადასახადით ხსნის.

შემცირება შეეხება რეისებს ბერლინის, ჰამბურგის, მემინგენის, კიოლნი/ბონის და ფრანკფურტ-ჰანის აეროპორტებიდან.

Ryanair-ის განცხადებით, გერმანიაში არსებული „უზარმაზარი მოსაკრებლები მკვეთრ კონტრასტშია“ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ირლანდია, ესპანეთი და პოლონეთი.

ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ გერმანიის საჰაერო ტრანსპორტის ბაზარი ჯერ კიდევ ვერ აღდგა პანდემიამდელ დონემდე და ამჟამად მხოლოდ ოდესღაც არსებული მოცულობის 88%-სშეადგენს.

„ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ყველა დიდ ევროპულ ბაზარს შორის“, — ნათქვამია Ryanair-ისგანცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებში ლოუკოსტერი სულ უფრო მეტ რეისს ასრულებს.

გერმანული ტელერადიოკომპანია rbb-ის ცნობით, Ryanair-ისთვის დამატებითი პრობლემა გერმანიაში არის ღამის ფრენების აკრძალვა მრავალ აეროპორტში. ავიაკომპანიები ჯარიმდებიან თუნდაც ერთი წუთით გადაცდომისთვისაც კი.

Ryanair-ის აღმასრულებელმა ტოპ-მენეჯერმა, დარა ბრეიდიმ, ფრანკფურტის ხელისუფლებას მოუწოდა, „საღი აზრი“ გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით და გერმანიის საავიაციო ბაზარი „სტრუქტურულად დანგრეულად“ შეაფასა.

„ეს გერმანიაში არსებული მრავალი პრობლემის მსგავსია: არავის სურს მათი გადაჭრა“, — განაცხადა ბრეიდიმ.

წყარო: avianews.ge