იაპონიაში 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების რაოდენობამ 107 700-ს მიაღწია, იტყობინება TASS ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

იაპონიაში 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რიცხვი ბოლო 56 წლის განმავლობაში უწყვეტად იზრდება. ქვეყნის ისტორიაში პირველად ამ მაჩვენებელმა 100 000-ს გადააჭარბა.

ასწლოვანი მოსახლეობის 87,6% ქალია. მათგან ყველაზე უფროსი, კიოტოს მკვიდრი ფუიოსე კიშიმოტო, ამჟამად 114 წლისაა. იაპონიაში ყოველ 100 000 ადამიანზე ამჟამად 87-ზე მეტი 100 წელზე უფროსი ასაკის ადამიანი მოდის. მოსახლეობის დაბერება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის, შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობის შემცირების გამო. შედეგად, ბიუჯეტში ნაკლები გადასახადები გროვდება და იზრდება ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ტვირთი.

წყარო: snob.ru