გიორგი მამარდაშვილმა „ტოტენჰემთან“ მოგებულ მატჩში (3:1) რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ქება დაიმსახურა. ქართველ მეკარეზე წერილი გამოცემა This Is Anfield-მა გამოაქვეყნა.

„მამარდაშვილს, შესაძლოა, ​ალისონის შემცვლელად აღარ განიხილავენ, თუმცა ქართველ მეკარეს გუნდში მაინც მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემთან“ თასზე მას პირველად მიეცა თამაშის შანსი და, მცირე შეცდომის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებელად გამოიყურებოდა.

მატჩის შემდეგ Sky Sports-თან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ 85-ე წუთზე მისი ბრწყინვალე მოგერიება გამოარჩია.

„გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია და გადაგვარჩინა.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მწყობრში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს, რადგან გრძელი და რთული სეზონის განმავლობაში ყველა მათგანი დაგვჭირდება“, – განაცხადა ირაოლამ.

„ეს მატჩი თავდაჯერებულობას შემატებს ფეხბურთელს, რომელიც 2024 წელს გუნდს იმ მოლოდინით შეუერთდა, რომ ამ დროისთვის უკვე პირველი ნომერი იქნებოდა“, – წერს ინგლისური გამოცემა.

1tv.ge