საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საფრანგეთის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში „AA-“-დან „A+“-მდე შეამცირა.
სააგენტოს პრესრელიზის თანახმად, პროგნოზი „სტაბილურია“.
გარდა ამისა, მოკლევადიანი რეიტინგები შემცირდა „A-1“ „A-1+“-მდე
სააგენტოს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენის მიუხედავად, საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებით გაურკვევლობა მაღალი რჩება.