ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინა ახლა ომში უფრო ძლიერ და უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე ოდესმე და რუსეთთან მიმართებაში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.
„დღეს უკრაინა ამ ომში უფრო ძლიერ და უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე - სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. უკრაინას უპირატესობა აქვს და ის ამ ომს მოიგებს“, - აღნიშნა სტუბმა.
მისი განმარტებით, გამარჯვება ნიშნავს გადარჩენას, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენას.
ამასთან, სტუბმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტირებას ნიშნავს.
„ჩვენ, როგორც გერმანიაში, ასევე ფინეთში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინა ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა რუსეთთან მიმართებაში. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენც წავაგებთ“, - აღნიშნა სტუბმა.