ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მთავრობა უახლოეს მომავალში მიგრაციის შემცირების გეგმას გამოაქვეყნებს.
„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ მიგრაციის შემცირების გეგმას. მიგრაციის საკონსულტაციო კომიტეტი უკვე ახორციელებს მიმოხილვას. ჩვენ ასევე მკაცრად აღვკვეთავთ სავიზო მარშრუტების ბოროტად გამოყენებას. დამსაქმებლებს, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან, აეკრძალებათ საზღვარგარეთიდან მუშახელის დაქირავება“, – აღნიშნა სტარმერმა.
კირ სტარმერმა ერაყთან გაფორმებულ უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებაც გააკეთა განცხადება.
„მოხარული ვარ, განვაცხადო უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებ ერაყსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ეს მსოფლიოში პირველი შეთანხმებაა, რომელიც დაგვეხმარება იმ ჯგუფების აღმოფხვრაში, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობენ, და ჩვენი საზღვრების დაცვაში“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ამასთან, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, ბრიტანეთი ასევე ერაყის სამართალდამცავ ორგანოებს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.