„ტვიტერს“ აუდიო და ვიდეოზარების ფუნქცია დაემატება - ამის შესახებ სოციალური ქსელ ტვიტერის მფლობელმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა.

„პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის აუდიო და ვიდეო ჩათები მალე ხელმისაწვდომი იქნება და მსოფლიოს ნებისმიერი  წერტილიდან შეძლებთ ხალხთან ურთიერთობას, მათთვის  ტელეფონის ნომრის შეტყობინების  გარეშე“, - წერს ილონ მასკი.