აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

მისი თქმით, დარტყმებს ირანის ყველაზე დიდი ელექტროსადგურიდან დაიწყებს.

“თუ ირანი სრულად, საფრთხის გარეშე, ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდიდან!”, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი დღეს გამთენიისას გამოაქვეყნა.

www.interpressnews.ge