საუდის არაბეთი პროგნოზით, ენერგოკრიზისის პირობებში ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე $180 დოლარს გადააჭარბოს. ერთი შეხედვით, ასეთი მაღალი ფასი სამეფოს უნდა აწყობდეს, რადგან ეს მისთვის შემოსავლების ზრდას ნიშნავს, თუმცა, ერ-რიადში ეს პროგნოზი აშფოთებთ, რადგან ფასების მკვეთრმა ზრდამ, შესაძლოა, გლობალური რეცესია გამოიწვიოს ან მომხმარებლები აიძულოს, ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში თქვან უარი.
მათი გათვლით, თუ მიწოდების ჯაჭვის აღდგენა აპრილის ბოლომდე ვერ მოხერხდება, ბაზარი დეფიციტის კრიტიკულ ფაზაში შევა.
ნავთობის ფასმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთში საომარმა მოქმედებებმა დაბლოკა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც მსოფლიო ნავთობის 20% გაედინება.
არსებული მარაგების ფიზიკური დეფიციტი მომავალი კვირიდან უფრო მწვავედ გამოვლინდება, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ფასებს ჯერ $140-იან, ხოლო აპრილის მეორე კვირიდან $150-იან ნიშნულამდე აიყვანს. ანალიტიკოსების ვარაუდით, $150 არის ის ზღვარია, რაც დიდი ალბათობით, გამოიწვევს ე.წ. მოთხოვნის ანულირებას, რაც გამოწვეული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომხმარებლების მასობრივად გადასვლით, წარმოების შემცირებითა და ავიამიმოსვლების კლებით.
ცნობისთვის, კონფლიქტის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან დღემდე, ნავთობი უკვე 50%-ით გაძვირდა. არსებობს ექსპერტთა ჯგუფის ისეთი ვარაუდიც, რომ თუ ივნისამდე სტაბილიზაცია არ მოხდა, ნავთობის ფასი ბარელზე $200 დოლარიც კი შეიძლება გახდეს, რაც გლობალურ ეკონომიკას გამანადგურებლად მძიმე დარტმას მიაყენებს.