ბრინჯის გლობალური ფასები კვლავ იზრდება წლევანდელი მოსავლის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ტაილანდის ბრინჯის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, ტაილანდური თეთრი ბრინჯის ფასი, რომელიც საორიენტაციო ნიშნულად ითვლება, ოთხშაბათს ტონაზე 446 დოლარამდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი დონეა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2025 წლის თებერვლის შემდეგ.

ფასები ზედიზედ მესამე კვირაა იზრდება. ამის მიზეზი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზი გახდა, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასოფლო-სამეურნეო წელს, ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოში ბრინჯის წარმოების შემცირებაა მოსალოდნელი.

ვრცლად interfax - ზე