2026 წელს შვეიცარიის მყინვარები ყინულის მოცულობის 5%-ზე მეტს კარგავენ. ექსპერტების განცხადებით, ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიის მყინვარებმა თავიანთი მასის თითქმის 20% დაკარგეს – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
ექსპერტების განცხადებით, შვეიცარიის მყინვარები სწრაფად დნება; ევროპაში დაფიქსირებული უპრეცედენტო სიცხის ტალღების გამო, წელს მათი მოცულობის შემცირების მხრივ ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის (GLAMOS) ახალი კვლევის თანახმად, წელს შვეიცარიის მყინვარების მოცულობა 5,5%-ით შემცირდა.
GLAMOS-ი მყინვარების სრულად გაქრობის შესახებ აფრთხილებს
ანგარიშის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიულმა მყინვარებმა ყინულის თითქმის მეხუთედი დაკარგეს, რამაც მომავალში შესაძლოა წყალმომარაგებას შეუქმნას საფრთხე.