აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ჩავა.
როგორც „ფრანს 24“-ის კორესპონდენტი იუწყება, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, წავა თუ არა მოსკოვში 9 მაისს საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე. მან უპასუხა: „არა, არ წავალ“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი აპირებს მოსკოვის აღლუმზე დასწრებას, ფრანგულმა გამოცემა Le Point-მა გაავრცელა.
მოგვიანებით, პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელსაც რუსულმა სააგენტო РБК-მ ჰკითხა, არსებობდა თუ არა ასეთი შეთანხმება, უპასუხა: „არა“.