ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის, რომლის სახელწოდება World Liberty Financial-ი იქნება.

როგორც ის აღნიშნავს, კრიპტოვალუტასთან ერთად, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომელიც, სავარაუდოდ, კრიპტობირჟა იქნება.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, კრიპტოინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და აშშ-ის მთავრობა ამ პროგრესს არ უნდა ჩამორჩეს, ამიტომ ის თავს ვალდებულად მიიჩნევს, ქვეყნის კეთილდღეობისათვის ასეთი კრიპტოპროექტი შექმნას.

ტრამპის თქმით, World Liberty Financial-ის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩართული.